კომაროვის სკოლაში ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა
- 04 მაისი, 2022
კომაროვის სკოლაში საბაზო საფეხურის (7,8,9 კლასის) მოსწავლეებისთვის ჩატარდა ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით, კომაროვის სკოლის სპორტის მასწავლებლების მიხეილ ზაბახიძის და დავით კეფაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
დაძაბულ ფინალში “პანსიონი” და “9-4” შეხვდნენ, რომელიც გუნდი “9-4” გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასით, ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტურნირის ფარგლებში გამოვლინდა “საუკეთესო მეკარე”, “საუკეთესო მცველი” და “საუკეთესო ბომბარდირი”, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
კომაროვის ფეხბურთის ტურნირის მიზანი მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების, შიდა სასკოლო აქტივობების წახალისება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.